
ფსალმუნი 119:91 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
ფსალმუნი 119:91 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:91 კონტექსტში
119:89უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
119:90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
119:91შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
119:92რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
119:93უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:91
- ესაია 48:13ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
- ფსალმუნები 148:5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
- ფსალმუნები 148:6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
- მათეს სახარება 8:9ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.
- იერემია 33:25ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,
- შესაქმე 8:22ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
- მათეს სახარება 5:45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
- მსაჯულნი 5:20ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში