
ფსალმუნი 119:93 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
ფსალმუნი 119:93 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:93 კონტექსტში
119:91შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
119:92რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
119:93უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
119:94შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
119:95მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:93
- ფსალმუნები 119:50ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
- ფსალმუნები 119:16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
- იოანე 6:63სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:23როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში