
ფსალმუნი 12:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
ფსალმუნი 12:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 12:7 კონტექსტში
12:5რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
12:6ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
12:7უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 12:7
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:5რომელნიც ღვთის ძალისა და რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს
- ფსალმუნები 145:20იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
- ფსალმუნები 121:8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
- ფსალმუნები 37:40და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.
- მათეს სახარება 3:7როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?
- მეორე სთვლისაება 33:3უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 12
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში