
ფსალმუნი 12:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
ფსალმუნი 12:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 12:6 კონტექსტში
12:4მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
12:5რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
12:6ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
12:7უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 12:6
- იგავესნი 30:5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
- ფსალმუნები 18:30შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
- მეფეთა ბ 22:31წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
- ფსალმუნები 19:8მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
- ფსალმუნები 66:10რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
- ფსალმუნები 119:140ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 12
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში