
ფსალმუნი 120:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
ფსალმუნი 120:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 120:5 კონტექსტში
120:3რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
120:4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
120:5ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
120:6დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
120:7მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 120:5
- შესაქმე 10:2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- ეზექიელი 27:13იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
- შესაქმე 25:13ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,
- ქებათა ქება 1:5შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
- ესაია 60:6უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ.
- ესაია 60:7კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ.
- ეზექიელი 39:1ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
- იერემია 9:2ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 120
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 120 · გახსენი ბიბლიის მკითხველში