
ფსალმუნი 120:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
ფსალმუნი 120:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 120:6 კონტექსტში
120:4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
120:5ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
120:6დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
120:7მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 120:6
- მათეს სახარება 10:16აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
- ეზექიელი 2:6შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა.
- ფსალმუნები 57:4ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
- მათეს სახარება 10:36და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
- მეფეთა ა 20:30განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად.
- მეფეთა ა 20:33და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. მიხვდა იონათანი, რომ გადაწყვეტილი ჰქონია მამამისს დავითის მოკვლა.
- ტიტეს მიმართ 3:3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდომილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 120
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 120 · გახსენი ბიბლიის მკითხველში