
ფსალმუნი 124:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
ფსალმუნი 124:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 124:7 კონტექსტში
124:5ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
124:6კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
124:7ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
124:8ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 124:7
- ფსალმუნები 91:3რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.
- იგავესნი 6:5იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:26რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.
- ფსალმუნები 25:15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
- მეფეთა ა 25:29როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს,
- მეფეთა ა 23:26ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: იჩქარე, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.
- მეფეთა ა 23:27მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელა ჰამახალკოთ (კლდე გაყრათა).
- მეფეთა ბ 17:21მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს, უთხრეს დავითს: ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩიაო თქვენზე ახითოფელმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 124
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 124 · გახსენი ბიბლიის მკითხველში