
ფსალმუნი 124:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
ფსალმუნი 124:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 124:5 კონტექსტში
124:3მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
124:4მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.
124:5ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
124:6კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
124:7ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 124:5
- იობი 38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
- ფსალმუნები 93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
- ფსალმუნები 93:4წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
- იერემია 5:22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 124
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 124 · გახსენი ბიბლიის მკითხველში