
ფსალმუნი 125:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს.
ფსალმუნი 125:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 125:5 კონტექსტში
125:3რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.
125:4სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.
125:5ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 125:5
- ესაია 59:8მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა.
- იგავესნი 2:15რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
- ფსალმუნები 128:6იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
- ფსალმუნები 40:4ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
- გალატელთა მიმართ 6:16ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას.
- იოანე 14:27მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.
- ფსალმუნები 101:3არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
- მათეს სახარება 7:23და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 125
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 125 · გახსენი ბიბლიის მკითხველში