
ფსალმუნი 125:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.
ფსალმუნი 125:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 125:4 კონტექსტში
125:2იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე.
125:3რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.
125:4სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.
125:5ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 125:4
- ფსალმუნები 7:10ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- ფსალმუნები 119:68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
- ფსალმუნები 51:18კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
- ფსალმუნები 94:15რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.
- ებრაელთა მიმართ 6:10რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
- ფსალმუნები 36:10მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
- გლოვა იერემიასი 3:25კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 125
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 125 · გახსენი ბიბლიის მკითხველში