
ფსალმუნი 129:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
ფსალმუნი 129:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 129:5 კონტექსტში
129:3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
129:4უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
129:5შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
129:6იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.
129:7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 129:5
- ესაია 37:35მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.
- ფსალმუნები 71:13დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
- ფსალმუნები 83:4თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
- ფსალმუნები 83:11მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
- ზაქარია 12:3დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
- მიქა 4:11ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოს და ჭვრეტდეს სიონს ჩვენი თვალიო.
- ესთერი 6:13უამბო ჰამანმა ზერეშს, თავის ცოლს, და მეგობრებს ყველაფერი, რაც შეემთხვა. უთხრეს მისმა ბრძენკაცებმა და ზერეშმა, მისმა ცოლმა: თუ იუდაელთა მოდგმის არის მარდოქაი, რომლის გამოც ემხობი, ვერ დასძლევ მას, არამედ ნამდვილად დაემხობი მის წინაშე.
- ესაია 10:12როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 129
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 129 · გახსენი ბიბლიის მკითხველში