
ფსალმუნი 130:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
ფსალმუნი 130:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 130:3 კონტექსტში
130:1გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
130:2უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
130:3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
130:4მაგრამ შენ მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
130:5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 130:3
- ფსალმუნები 143:2რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
- ფსალმუნები 76:7შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
- რომაელთა მიმართ 3:20ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
- რომაელთა მიმართ 3:24მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
- იოანე 8:7მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
- იოანე 8:9ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.
- იობი 10:14როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.
- გამოცხადება 6:17ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 130
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 130 · გახსენი ბიბლიის მკითხველში