
ფსალმუნი 132:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
ფსალმუნი 132:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 132:14 კონტექსტში
132:12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
132:13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
132:14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
132:15საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
132:16მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 132:14
- ფსალმუნები 132:8აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
- ფსალმუნები 135:21კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 76:2და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.
- ფსალმუნები 87:2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
- ესაია 8:18აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
- სოფონია 3:17უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენ გამო.
- ფსალმუნები 68:18შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 132
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 132 · გახსენი ბიბლიის მკითხველში