
ფსალმუნი 132:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
ფსალმუნი 132:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 132:13 კონტექსტში
132:11შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
132:12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
132:13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
132:14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
132:15საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 132:13
- ებრაელთა მიმართ 12:22არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,
- ფსალმუნები 78:68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
- ფსალმუნები 78:69მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
- ფსალმუნები 87:2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
- ფსალმუნები 68:16რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
- ფსალმუნები 76:1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.
- ფსალმუნები 76:2და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.
- ესაია 14:32რას იტყვიან ხალხის მოციქულები? - რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 132
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 132 · გახსენი ბიბლიის მკითხველში