
ფსალმუნი 133:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
ფსალმუნი 133:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 133:1 კონტექსტში
133:1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
133:2როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.
133:3ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 133:1
- კორინთელთა მიმართ ა 1:10მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:8და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი და თავმდაბალნი იყავით.
- იოანე 13:35იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.
- ებრაელთა მიმართ 13:1ძმური სიყვარული ეგოს.
- ფილიპელთა მიმართ 2:2აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
- ფილიპელთა მიმართ 2:5იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
- ეფესელთა მიმართ 4:3ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.
- ეფესელთა მიმართ 4:6ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 133
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 133 · გახსენი ბიბლიის მკითხველში