
ფსალმუნი 136:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 136:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 136:15 კონტექსტში
136:13რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:14და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:15და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:16რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:17რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 136:15
- ფსალმუნები 78:53უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
- ფსალმუნები 135:9მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
- ნეემია 9:10შენ მოეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მის მორჩილთა და მისი ქვეყნის მთელი ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ ისინი მზაკვრულად ექცეოდნენ მათ, შენ კი სახელი გაითქვი დღესამომდე.
- ნეემია 9:11მათი თვალწინ გააპე ზღვა და შუაგულ ზღვაში ხმელეთზე გაიარეს, მათი მხედრები კი ღურღუმელში ისე ჩაძირე, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში.
- გამოსვლა 15:4ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
- გამოსვლა 15:5მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.
- ლუკას სახარება 1:71რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
- ლუკას სახარება 1:74მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 136
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 136 · გახსენი ბიბლიის მკითხველში