
ფსალმუნი 136:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 136:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 136:13 კონტექსტში
136:11და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:12ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:13რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:14და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
136:15და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 136:13
- ფსალმუნები 78:13გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
- ფსალმუნები 106:9და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
- ფსალმუნები 106:11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
- ფსალმუნები 66:5მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
- ფსალმუნები 66:6გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
- გამოსვლა 14:29ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.
- ებრაელთა მიმართ 11:29რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ.
- ესაია 63:12წარმმართველი მოსეს მარჯვენისა თავისი დიდებული მკლავით? გამპობელი წყლებისა მათ წინაშე საუკუნო სახელის შესაქმნელად?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 136
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 136 · გახსენი ბიბლიის მკითხველში