
ფსალმუნი 137:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
ფსალმუნი 137:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 137:4 კონტექსტში
137:2ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
137:3რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.
137:4როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
137:5თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.
137:6მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 137:4
- ამოსი 8:3მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.
- ესაია 22:12იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
- ოსეა 9:4არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.
- გლოვა იერემიასი 5:14მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;
- გლოვა იერემიასი 5:15შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;
- ესაია 49:21იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?
- ეკლესიასტე 3:4ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 137
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 137 · გახსენი ბიბლიის მკითხველში