
ფსალმუნი 139:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
ფსალმუნი 139:19 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 139:19 კონტექსტში
139:17ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.
139:18დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.
139:19ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
139:20რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.
139:21ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 139:19
- ფსალმუნები 5:6შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
- ესაია 11:4სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს.
- ფსალმუნები 119:115შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
- ფსალმუნები 6:8განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
- ფსალმუნები 64:7და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
- ფსალმუნები 9:17დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
- ფსალმუნები 55:23ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 139
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 139 · გახსენი ბიბლიის მკითხველში