
ფსალმუნი 139:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
ფსალმუნი 139:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 139:8 კონტექსტში
139:6უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
139:7საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
139:8ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
139:9ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
139:10იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 139:8
- ამოსი 9:2ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;
- ამოსი 9:4ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად და არა სასიკეთოდ.
- იონა 2:2თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
- იობი 34:21რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს;
- იობი 34:22ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;
- აბდია 1:4არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.
- იგავესნი 15:11შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.
- იობი 26:6გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 139
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 139 · გახსენი ბიბლიის მკითხველში