
ფსალმუნი 140:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
ფსალმუნი 140:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 140:11 კონტექსტში
140:9თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
140:10დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
140:11ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
140:12ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
140:13ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 140:11
- ფსალმუნები 34:21მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
- იგავესნი 18:21სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
- იგავესნი 13:21ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ.
- იგავესნი 17:20გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
- ესაია 3:11ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
- იგავესნი 12:13ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
- ფსალმუნები 7:14აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
- ფსალმუნები 7:16მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 140
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 140 · გახსენი ბიბლიის მკითხველში