
ფსალმუნი 140:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
ფსალმუნი 140:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 140:9 კონტექსტში
140:7უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.
140:8ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.
140:9თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
140:10დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
140:11ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 140:9
- ფსალმუნები 7:16მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
- იგავესნი 18:7ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
- იგავესნი 12:13ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
- ფსალმუნები 94:23მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.
- იგავესნი 10:6მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.
- ფსალმუნები 64:8საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
- იგავესნი 10:11მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
- ესთერი 7:10ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 140
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 140 · გახსენი ბიბლიის მკითხველში