გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 141:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 141:3

დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.

ფსალმუნი 141:3 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 141:3 კონტექსტში

141:1ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.

141:2წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენ წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.

141:3დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.

141:4არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.

141:5დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 141:3

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 141

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 141 · გახსენი ბიბლიის მკითხველში