
ფსალმუნი 17:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
ფსალმუნი 17:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 17:5 კონტექსტში
17:3შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
17:4ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
17:5გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
17:6მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
17:7გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 17:5
- ფსალმუნები 44:18არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.
- ფსალმუნები 119:133ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
- ფსალმუნები 18:36მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
- ფსალმუნები 121:3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
- ფსალმუნები 38:16რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.
- ფსალმუნები 121:7უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
- ფსალმუნები 94:18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 17
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში