
ფსალმუნი 141:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
ფსალმუნი 141:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 141:9 კონტექსტში
141:7ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.
141:8რადგან შენკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ - ნუ დააქცევ ჩემს სულს.
141:9დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
141:10გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 141:9
- ლუკას სახარება 20:20და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.
- ფსალმუნები 140:5გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
- ფსალმუნები 119:110დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
- იგავესნი 13:14ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.
- ფსალმუნები 38:12მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.
- ფსალმუნები 142:3როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
- იერემია 18:22კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 141
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 141 · გახსენი ბიბლიის მკითხველში