გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 142:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 142:3

როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.

ფსალმუნი 142:3 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 142:3 კონტექსტში

142:1მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.

142:2გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.

142:3როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.

142:4ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.

142:5მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 142:3

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 142

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 142 · გახსენი ბიბლიის მკითხველში