
ფსალმუნი 142:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.
ფსალმუნი 142:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 142:1 კონტექსტში
142:1მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.
142:2გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.
142:3როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 142:1
- ფსალმუნები 57:1გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
- ფსალმუნები 30:8შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
- ფსალმუნები 141:1ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
- მეფეთა ა 24:3მივიდა ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა შიგ საული საჭირო საქმეზე, ხოლო დავითი და მისი კაცები გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ.
- ფსალმუნები 77:1გუნდისcლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.
- ფსალმუნები 77:2ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
- ნეშტთა შორისა ა 4:10მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: ნეტავ კურთხევით მაკურთხევდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო. და ღმერთმა მისცა, რასაც ითხოვდა.
- ფსალმუნები 32:1მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 142
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 142 · გახსენი ბიბლიის მკითხველში