
ფსალმუნი 143:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიწვდი ხელებს შენკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
ფსალმუნი 143:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 143:5 კონტექსტში
143:3და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
143:4ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
143:5ვიწვდი ხელებს შენკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
143:6სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
143:7მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 143:5
- ფსალმუნები 77:5ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
- ფსალმუნები 77:6გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
- ფსალმუნები 77:10და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
- ფსალმუნები 77:12ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
- მეფეთა ა 17:34უთხრა დავითმა საულს: მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს,
- მეფეთა ა 17:37თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან!
- მიქა 6:5ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.
- ესაია 63:7მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 143
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 143 · გახსენი ბიბლიის მკითხველში