
ფსალმუნი 143:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
ფსალმუნი 143:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 143:7 კონტექსტში
143:5ვიწვდი ხელებს შენკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
143:6სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
143:7მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
143:8გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
143:9მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 143:7
- ფსალმუნები 69:17ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.
- ფსალმუნები 28:1დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
- ფსალმუნები 27:9ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
- ფსალმუნები 71:12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
- ფსალმუნები 102:2ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
- ესაია 38:18რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.
- ფსალმუნები 88:4შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
- ფსალმუნები 88:6მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 143
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 143 · გახსენი ბიბლიის მკითხველში