
ფსალმუნი 145:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
ფსალმუნი 145:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 145:18 კონტექსტში
145:16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
145:17მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
145:18ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
145:19მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.
145:20იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 145:18
- იერემია 29:12მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.
- იერემია 29:13დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.
- ფსალმუნები 34:18ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
- მეორე სთვლისაება 4:7რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას?
- იოანე 4:24ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.
- ესაია 58:9მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;
- იოანე 14:23მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:20რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 145
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 145 · გახსენი ბიბლიის მკითხველში