
ფსალმუნი 34:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
ფსალმუნი 34:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 34:18 კონტექსტში
34:16პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.
34:17მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
34:18ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
34:19მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 34:18
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- ფსალმუნები 145:18ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- ესაია 61:1სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.
- ფსალმუნები 51:17შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
- ეზექიელი 36:26მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
- ესაია 66:2ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
- ფსალმუნები 85:9მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 34
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში