
ფსალმუნი 16:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
ფსალმუნი 16:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 16:1 კონტექსტში
16:1გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
16:2მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.
16:3წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 16:1
- ესაია 26:3ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- ფსალმუნები 56:1გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
- ფსალმუნები 17:8შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
- ფსალმუნები 116:6იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
- იერემია 17:8იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
- ფსალმუნები 31:23შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 16
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში