
ფსალმუნი 16:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.
ფსალმუნი 16:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 16:2 კონტექსტში
16:1გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
16:2მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.
16:3წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
16:4დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 16:2
- ფსალმუნები 73:25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
- ფსალმუნები 31:14მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
- ფსალმუნები 89:26ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
- იობი 22:2რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.
- იობი 22:3რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?
- ფსალმუნები 91:2ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
- ფსალმუნები 27:8შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
- იოანე 20:28მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 16
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში