
ფსალმუნი 18:47 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
ფსალმუნი 18:47 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:47 კონტექსტში
18:45ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემ წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
18:46უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
18:47უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
18:48ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
18:49ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემ წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:47
- ფსალმუნები 47:3დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.
- რომაელთა მიმართ 12:19თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
- ფსალმუნები 144:2მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
- მეფეთა ბ 22:48ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,
- ნაუმი 1:2იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
- მეორე სთვლისაება 32:35მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში