
ფსალმუნი 18:48 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
ფსალმუნი 18:48 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:48 კონტექსტში
18:46უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
18:47უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
18:48ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
18:49ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემ წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
18:50ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:48
- ფსალმუნები 140:11ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
- ფსალმუნები 140:4დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.
- ფსალმუნები 140:1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.
- ფსალმუნები 86:14ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე.
- ფსალმუნები 59:1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემ წინააღმდეგ აღმდგართაგან.
- ფსალმუნები 59:2მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
- ფსალმუნები 7:16მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
- ფილიპელთა მიმართ 2:9ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში