
ფსალმუნი 19:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
ფსალმუნი 19:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 19:4 კონტექსტში
19:2დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
19:3არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
19:4მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
19:5და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
19:6ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 19:4
- რომაელთა მიმართ 10:18მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.
- შესაქმე 1:14თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
- შესაქმე 1:18განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- ფსალმუნები 104:2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
- მალაქია 4:2ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით.
- კორინთელთა მიმართ ბ 10:13ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის.
- კორინთელთა მიმართ ბ 10:16ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით.
- ფსალმუნები 98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 19
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში