
ფსალმუნი 22:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
ფსალმუნი 22:20 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 22:20 კონტექსტში
22:18ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
22:19და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
22:20გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
22:21მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22:22ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 22:20
- ფსალმუნები 35:17უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
- ზაქარია 13:7მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
- ფსალმუნები 17:13აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 22
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში