
ფსალმუნი 23:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
ფსალმუნი 23:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 23:3 კონტექსტში
23:1საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
23:2ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
23:3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
23:4შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
23:5გააწყე ტაბლა ჩემ წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 23:3
- ესაია 42:16წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
- ფსალმუნები 31:3რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
- ფსალმუნები 19:7რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
- ფსალმუნები 51:10სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
- ფსალმუნები 143:8გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
- ფსალმუნები 143:10შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
- ფსალმუნები 5:8უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
- ფსალმუნები 51:12დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 23
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში