
ფსალმუნი 51:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
ფსალმუნი 51:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 51:12 კონტექსტში
51:10სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
51:11ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
51:12დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
51:13ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
51:14მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 51:12
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- ფსალმუნები 13:5თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
- ესაია 61:10ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით.
- ფსალმუნები 119:116შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
- ფსალმუნები 119:117შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:17უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.
- იუდას ეპისტოლე 1:24ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,
- ლუკას სახარება 1:47გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 51
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში