
ფსალმუნი 24:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
ფსალმუნი 24:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 24:7 კონტექსტში
24:5ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
24:6ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
24:7მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
24:8ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
24:9მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 24:7
- ესაია 26:2გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!
- ფსალმუნები 118:19გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
- ფსალმუნები 118:20ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
- ფსალმუნები 97:6გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
- გამოცხადება 4:11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
- კორინთელთა მიმართ ა 2:8სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
- ეფესელთა მიმართ 4:8ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
- ეფესელთა მიმართ 4:10ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 24
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში