
ფსალმუნი 25:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
ფსალმუნი 25:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 25:9 კონტექსტში
25:7ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
25:8კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
25:9წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
25:10ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
25:11შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 25:9
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- იგავესნი 3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
- ფსალმუნები 23:3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
- მათეს სახარება 5:5ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
- გალატელთა მიმართ 5:23თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
- იოანე 14:6უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემ მიერ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:15არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.
- ეზექიელი 36:27ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 25
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში