
ფსალმუნი 27:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.
ფსალმუნი 27:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 27:10 კონტექსტში
27:8შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
27:9ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
27:10რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.
27:11მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
27:12ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 27:10
- ესაია 49:15განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.
- ესაია 40:11როგორც მწყემსი, დამწყესავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.
- იოანე 16:32აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.
- მათეს სახარება 10:36და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:16ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.
- ფსალმუნები 69:8შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.
- მათეს სახარება 10:21და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
- მათეს სახარება 10:22და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 27
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში