
ფსალმუნი 33:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
ფსალმუნი 33:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 33:11 კონტექსტში
33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
33:10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
33:11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
33:12ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 33:11
- იგავესნი 19:21მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.
- ესაია 46:10დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.
- იობი 23:13ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.
- ესაია 55:8რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.
- ესაია 55:9რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.
- იერემია 29:11რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.
- ესაია 14:24დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება.
- გლოვა იერემიასი 3:37ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 33
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში