
ფსალმუნი 33:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
ფსალმუნი 33:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 33:9 კონტექსტში
33:7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
33:8ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
33:9რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
33:10უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
33:11აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 33:9
- შესაქმე 1:3თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
- ფსალმუნები 33:6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
- ფსალმუნები 148:5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
- ფსალმუნები 148:6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
- გამოცხადება 4:11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
- ებრაელთა მიმართ 11:3რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.
- კოლასელთა მიმართ 1:16რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
- კოლასელთა მიმართ 1:17ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 33
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში