
ფსალმუნი 35:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.
ფსალმუნი 35:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 35:1 კონტექსტში
35:1დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.
35:2მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
35:3იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 35:1
- ფსალმუნები 43:1განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.
- იერემია 51:36ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენ გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს.
- ფსალმუნები 119:154გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
- ესაია 49:25ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ.
- იგავესნი 23:11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენ წინააღმდეგ.
- გლოვა იერემიასი 3:58შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
- იგავესნი 22:23რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს.
- გამოსვლა 14:25დააძრო ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: გავერიდოთ ისრაელს, რადგან მისი გულისთვის ებრძვის უფალი ეგვიპტელებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 35
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში