
გლოვა იერემიასი 3:58 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
გლოვა იერემიასი 3:58 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:58 კონტექსტში
3:56ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;
3:57შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!
3:58შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
3:59შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!
3:60შენ დაინახე მათი შური ჩემ მიმართ, მათი ზრახვები ჩემ წინააღმდეგ!
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:58
- ფსალმუნები 34:22იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 35:1დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.
- იერემია 51:36ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენ გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს.
- იერემია 50:34მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ის გაიკითხავს მათ საქმეს, რათა ქვეყანას შვება მისცეს და შეაძრწუნოს ბაბილონის მცხოვრებნი.
- ფსალმუნები 103:4საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
- ფსალმუნები 71:23იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
- შესაქმე 48:16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
- მეფეთა ა 25:39მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში