
ფსალმუნი 37:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
ფსალმუნი 37:19 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:19 კონტექსტში
37:17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
37:18იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
37:19არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
37:20რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.
37:21ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:19
- ფსალმუნები 33:19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
- იგავესნი 10:3უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.
- იობი 5:20შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,
- იობი 5:22განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.
- ესაია 33:16აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი.
- ამოსი 5:13ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა.
- ეფესელთა მიმართ 5:16გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
- ეკლესიასტე 9:12რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში