
იობი 5:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,
იობი 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 5:20 კონტექსტში
5:18ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.
5:19ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა.
5:20შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,
5:21ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა.
5:22განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.
პარალელური ადგილები: იობი 5:20
- ფსალმუნები 33:19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
- ოსეა 13:14ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
- შესაქმე 45:7გამომგზავნა ღმერთმა თქვენ წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი.
- იგავესნი 10:3უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.
- ფსალმუნები 37:19არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
- აბაკუმი 3:17თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.
- ფსალმუნები 144:10რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.
- ფსალმუნები 27:3თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემ წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
განაგრძე კითხვა: იობი 5
სრულად წაიკითხე: იობი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში