
ფსალმუნი 37:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
ფსალმუნი 37:30 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:30 კონტექსტში
37:28რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
37:29მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
37:30წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
37:31რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:30
- კოლასელთა მიმართ 4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
- იგავესნი 25:11მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
- იგავესნი 25:13თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს.
- იგავესნი 15:7ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.
- ეფესელთა მიმართ 4:29ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი შესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
- მათეს სახარება 12:35კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
- იგავესნი 10:21მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
- იგავესნი 10:31მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში