
იგავესნი 10:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
იგავესნი 10:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (მწუხრი).
იგავესნი 10:31 კონტექსტში
10:29უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის.
10:30მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
10:31მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
10:32მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 10:31
- ფსალმუნები 37:30წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
- იგავესნი 10:13გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
- იგავესნი 10:20მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
- იგავესნი 10:21მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
- ფსალმუნები 63:11მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.
- ფსალმუნები 120:3რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
- ფსალმუნები 120:4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
- იგავესნი 10:11მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 10
სრულად წაიკითხე: იგავესნი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში